ვყბუნიკმეჯბნჯე


დრო დრო დრო
არ მაქვს
ეს დებილი თემაც მინდა მოვიშორო,სახელზე ხო აღარ ვლაპარაკობ.მეზარება.
დღეს ვისვენებ..
ხოდა.კიდევ.
მონატრებამ მომიარა.
ვერ გადაგეჩვიე.
მაინც.
ჯანდაბა.
არ იმსახურებ.
არც გეტყვი.
აქ დავწერ.
მჭირდები.
მაგრამ არც ისე რო ვერ გადავიტანო.
გადავიტან.
როგორღაც.
ამის დედაც.
წავიდე დავიძინო მაინც.


მოგესალმებით.
საუკუნეზე მეტი გავიდა ალბად არაფერი მომიჩმახია აქ
გადავხედე პოსტებს და..რამდენი რამე შეცვლილა..ყველა და ყველაფერი შეიცვალა..მეც შევიცვალე..
ვსწავლობ,ვმუშაობ და ცოტას  ვერთობი ხანდახან..
ხოდა რის სათქმელად შემოვიარე..

არაფერი არაა მარადიული..არაფერია სამუდამო..
ყველა ყველას კარგავს..ყველა ყველას ივიწყებს..ყველა ყველაფერს ეჩვევა..
ასეა,რაა სიყვარული? არაფერი..დიდი ბედნიერი დღეების მერე მაინც მოიღრუბლება..არარსებობს ბოლომდე მიყვანილი სიყვარული..ან მე არ მინახავს ჯერ..
უბრალოდ  წლები გადის..ხდები 30,40,50 წლის და ეჩვევი,იმიტომ რომ იცი სხვას მაინც აღარ სჭირდები..სად უნდა წახვიდე..ვის უნდიხარ..არავის.
შენს გარშემო დააკვირდი,დაფიქრდი რამდენი ცოლს,ქმარს გაშორებული ადამიანია..ყველას ეგონა რომ შეეჩვეოდა და მისი ხელის ამბორში დაასრულებდა სიცოცხლეს მაგრამ ვაი რომ ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც ეგონა..

შორდება ორი ადამიანი,მერე რაა ვინ არ დაშორებულა..
გიფიქრიათ ბავშვზე რომელიც თქვენს წინ დგას და უყურებს როგორ კამათობს მისი დედ-მამა..
არა
გიფიქრიათ რომ მის ხასიათს თქვენ აყალიბებთ და თქვენზეა დამოკიდებული როგორი გაიზრდება..
არა
გგონია რომ არაფერი არ აკლია და ყველაფერი რიგზე აქვს..
არა!

ჩემი წარსული სულ თან დამსდევს..ჩემს ხასიათს დასდევს.ვერანაირი ბედნიერი მოვლენა ვერ დაიკავებს ჩემი ბაშვობის მოგონებების ადგილს..
ჩემი ბრალია? არა,მაგრამ ყველაზე მეტად მე დავზარალდი.
სულ სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა ახლა გვერდით რომ მთელი,ბედნიერი,მშვიდი ოჯახი მქონდეს..
დილით გაღვიძება,უნივერსიტეტში გაქცევა,სამ ლექციის მერე წამოსვლა,სამსახურში გადარბენა და იქ ღამის თორმეტ ან ოთხ საათამდე წელის წყვეტა.არ მომიწევდა!

ამ დონემდე რომ არ მიხვიდეთ,ცხოვრება რომ არ დაინგრიოთ თქვენც და თქვენმა შვილებმაც, უბრალოდ დაფიქრდით,კარგად დაფიქრდით.შეძლებთ? ოჯახის შექმნა მხოლოდ სექსი და ბავშვის გაჩენა არაა..
15 წლის ბავშვს რომ ათხოვებთ და მერე თუ გაშორდა თურმე ერთმანეთს ვერ გაუგეს..ვერც გაუგეებენ.15 წლის  ბავშვი..უბრალოდ ბავშვია და მეტი არაფერი. და ვისი ბრალია ეს ყველაფერი მშობლების თუ ბავშვის?
მე დღემდე ვთამაშობ წრეში ბურთს და დახუჭობანას..დღემდე მახსოვს ტალახის ნამცხვრები და პასკა პასკა გამოცხვი:დ
ახლა?
აქვთ კი დღევანდელ ბავშვებს ბავშვობა ?
იმდღეს კაფეში ვიჯექი,მუსიკას ვუსმენდი და წიგნს ვკითხულობდი,წინ 13-14 წლის ბავშვი დამიჯდა წითელი პომადით,გადაკრასკული სახით,სიგარეტი მოუკიდა და ტელეფონზე გაწელილი სიტყვებით კამათი დაიწყო.. ვუსმენდი და ვფიქრობდი რომ არასოდეს იქნება ჩემი შვილი ასეთი.არანაირად.რა აიფონი როცა ”ლამპის” შუქზე ვსწავლობდით გაკვეთილებს,ერთმანეთს წერილებს ვწერდით,რა კაფე და სიგარეტი როცა დიდ მწვანე ეზოში თამაში შეგვეძლო.
ვისი ან რისი ბრალია? გარემოს.
თავს მიხედეთ.ნუ ფიქრობთ რომ ყველაფერი კარგად იქნება.რეალისტები იყავით.არაფერი არ იქნება კარგად თუ ყველაფერი დავიკიდეთ.
ავქაფდი.წავედი ^^

არვიცი.


არვიცი.
რა ვთქვა..რა ვქნა..
ძნელია ადამიანის დავიწყება.
არვიცი როგორ ახერხებენ.
მინდა მოვიშორო ფიქრები მაგრამ არ გამომდის..
დრო? რომელი დრო,დრო კიარა არაფერი გიშველის..
მაინც გტკივა..მაინც ფიქრობ..ვითომ არა..ცოტაც,ცოტაც და აღარ იქნება მაგრამ თავს იტყუებ.საკუთარ თავს ატყუებ,სასაცილოა..
თავიდანაა ძნელიო,თავიდან კიარა მერეა ძნელი,მერეა საშინელება,მერე იწყება იმასთან შეგუება რომ არაფერი აღარ შეიცვლება,მერე უფრო გტკივა გული რომ იმ ადამიანმა დაგივიწყა რომელიც ყველას და ყველაფერს გერჩივნა..
”სიყვარული იქამდე იზრდება,ვიდრე მისი შემჩერებელი არ გამოჩნდება,ვთქვი და ამოვიოხრე. – ქარის საიდუმო”

რავიცი რავიცი..
ვერ ვახერხებ..

მძულხარ და მიყვარხარ.შეიძლება ასე?
მგონი შენ კიარა ჩვენ მიყვარს.ის დრო მიყვარს.აი ასე ბანალურად.

შენ


კიდევ ერთი ბანალური პოსტი უნდა მივამატო ჩემს ბლოგს..
არაუშავს მაინც ყველაფერი ბანალურია..
საიდან დავიწყო ან რისი დაწერა მინდა ისიც არ ვიცი:დ
სულ არ მეცინება არადა..
სულ არ მეღიმება და ვიღიმი
სულ მახსოვხარ მაგრამ არ ვამბობ
სულ სხვა ხარ და მაინც მიყვარხარ
სულ მემახსოვრები სულ სულ სულ..
ან რამ უნდა დამავიწყოს შენი თავი..
როგორ.რანაირად.ნუ გადამრიეთ..
კიდევ გიყვარსო? მიყვარს ? ახლა ვიცი რომ ვერსად ვერ ვნახავ და მშვიდად ვარ მაგრამ რო ვიცოდე სადღაც აქ არის,ჩემთან ახლოს და შეიძლება შემხვდეს,თვალებში ჩამხედოს ან რამე მითხრას..ღმერთო..მეშინია.
ეს სიყვარული არაა,ეს რაღაც სხვაა..ის ჩემია.მე მეკუთვნის..და მე მას..სამუდამოდ..არ სჭირდება ამას ერთად ყოფნა..ისედაც ვიცი რომ ჩემია..სამუდამო სამყოფელი აქვს ჩემს გულში..

მეკითხებიან რამ შეგაყვარაო,აბა მე რა ვიცი,ეგ როგორ ავხსნა?
რა იციან, რა კარგი ხარ..რა იციან რა გული გიცემს მაგ მკერდში ბიჭო..

მეტირება.მაგრამ არა.საკმარისი ვიტირე..

არ მემეტები სხვისთვისო.არც მე მემეტება..არ მინდა შენთვის განკუთვნილი სითბო და ჩახუტება სხვას გავუზიარო..

რაღაც ჩამწყდა..თითქოს რაღაც წამართვი..ხელიდან გამგლიჯე..ჩემი კუთვნილი ბედნიერება  წაიღე და წახვედი..წახვედი რა,გაგიშვი..
ახლა ვერაფერს ვეღარ შევცვლით..არც შეიძლება..თუმცა არც მინდა..არ ვნანობ..

როგორ მინდა ბედნიერი იყო..
ცოტა გამოსწორდე და ისეთი გახდე მე რომ სულ მინდოდა ყოფილიყავი..ხო,ასეთი მიყვარდი მაგრამ უკეთესი მინდოდა..
სულ კარგი მინდოდა შენთვის..შენი ამდენი ცუდი სიტყვის და საქციელების მიუხედავად სულ კარგი მინდოდა შენთვის..

მე?..

არაუშავს ყველაფერს ეჩვევა ადამიანი..
თუ არ წაიქეცი ვერ მიხვდები რა გემო აქვს ლაღად სირბილს..
ესეც გაივლის..

ტრამპარარარაა


გაამარჯობათ.
ვიცი სულ არავინ კითხულობს ჩემს შტერობა ბლოგს მაგრამ აინც ვწერ
მიყვარს მერე გადაკითხვა
თუ ვინმეს შემოგხვდათ დაიკიდეთ:დ
ესეიგი საუკუნეა აქ არ შემოვსულვარ,იმიტო კიარა რომ დაკავებული ვარ უბრალოდ ძალიან გავზარმაცდი,არაფერი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში,საერთოდ არაფერი,მაგრამ მაინც არ მეცალა ბლოგისთვის,თან ამ  tumblr-მა სულ მომაჯადოვა ამ ბოლო დროს
ხოდა რა ხდება
კიდევ ვიღაცეები დავკარგე,ვიღაცეები შევიძინე,ვიღაცეებს გავახსენდი,დავივიწყე ზოგიც,ზოგსაც ვცდილობ დავივიწყო და ასე.მეცინება თან რეებს ვბოდიალობ :დ
აახლაა? ძაან ” ძელავოი” გოგო გავხდი ;დ ერთი კვირაა ზუსტად მუშაობა დავიწყე, ოფისში ვზივარ და  მოწყენილობისგან ვკვდები ხოდა გადავწყვიტე აქ შემომევლო
ეს ისე შესავალი ახლა ახალ პოსტს გავხსნი და კიდე რამეს წავიბოდიალებ 😀

მოვედი ^_^


რვა საათია..შემომათენდა..
რამე უნდა ვიდებილო
უაზროდ გამყავს დრო არაფერს ვაკეთებ..
ველოდები..ველოდები..ველოდებიიი..
ერთი სული მაქვს როდის ვნახავ..
მძულს ეს facebook-ი skype და მსგავსები
ჩახუტება მინდა შენი..მჭირდება:|

ჰოდა!


ამ ბოლო დროს, ბლოგზე მხოლოდ მაშინ შემოვდივარ როცა მოწყენილი ვარ ან მარტოსული…
და მხოლოდ იმას ვწერ რა მაწუხებს..

ახლა მინდა დავწერო რომ ბედნიერი ვარ! უზომოდ ბედნიერი!!!
მიხარია რომ არსებობ..
მიხარია რომ შენი მქვია..
მიხარია რომ ყველაფერი შემიძლია გაგიზიარო..
მიხარია რომ არანაირი ჩხუბი არ გვაშორებს ერთმანეთს..
მიხარია რომ არასოდეს იხევ უკან და ჩემთვის იბრძვი..
მიხარია რომ ჩემზე ზრუნავ..
მიხარია რომ ჩემს გამო ხარ აქ..
მიხარია როცა ასეთი დიდი სიყვარულით მიყურებ თვალებში..

ოტია იოსელიანის სიტყვებია :
ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ – სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია

არც მე ვვარგოდი ვინმე სხვისთვის და არც სხვა ვარგოდა ჩემთვის..
მე შენ გიპოვე.. მე ვიპოვე ჩემი ტოლფასი.ჩემი ცალი..